KinderBubu - პირველი ფოტო-პერსონიფიცირებული წიგნები

ნიუქარდელისთვის: 65 ლარი 130 ლარის ნაცვლად

პირველად საქართველოში:

KinderBubu- ს წიგნებში, რეალური ბავშვი ხდება თავგადასავლის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი.

ტექსტში ნახსენებია ბავშვის სახელი და ილუსტრაციებში ჩნდება ბავშვის სურათი, რომელიც თემატურად თავგადასავალთან პირდაპირ კავშირშია.

მეგობრობის დღიური
ამ ზღაპარში შენ შეძლებ ნამდვილი საგანძური აღმოაჩინო. ისწავლი,  თუ რა არის მთავარი ღირებულება ცხოვრებაში  და როგორ უნდა შევძლოთ ბედნიერების სხვებთან გაზიარება. ზღაპარში მოგზაურობისას გაიცნობ ბევრ საინტერესო ცხოველსა თუ ფრინველს, რომელიც საკუთარ ისტორიას მოგიყვება და თქვენ ერთმანეთს ძალიან მალე დაუმეგობრდებით. ნუთუ არ ღირს ეს ისტორია მოსასმენად?

სამყაროს გმირები
ამ ზღაპარში შენ იმოგზაურებ ჯადოსნურ სამყაროში. შეხვდები ჯადოსნურ სარკეს და დედამიწის მაცხოვრებლებს. შეძლებ დაეხმარო სხვებს და დაინახო თუ რა არის ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა. შენი დახმარებით სამყაროში გამრავლდება სიკეთე და სიყვარული.  დროა შემოუერთდე ამ თავგადასავალს და ერთად გავხადოთ დედამიწა უკეთესი.

მოგზაურობა დედამიწის გარშემო
დედამიწაზე უამრავი ადგილი არსებობს, რომელიც მნახველს აოცებს. ამ ზღაპარში შენ შეძლებ დედამიწის გარშემო მოგზაურობას, ნახავ ეგვიპტის ცხელ უდაბნოს და მის მცხოვრებლებს, ასევე გადაუფრენ თოვლით დაფარულ მთებს და შორეულ ჩრდილოეთის სამეფოშიც კი დადგამ ფეხს.  წინ თავგადასავლებით სავსე დღე გელის. დროა, მოემზადო.

ზოოპარკის ძიებაში
ამ ზღაპარში  ბუბუსთან ერთად ზოოპარკს  ესტუმრები. წიგნი დაგეხმარება ისწავლო თუ როგორ უნდა იყო სამაგალითო ადამიანი. ბუბუ გამოგზაურებს ცხოველების ნაირფერ სამყაროში. თუ შენც გინდა ესტუმრო ზოოპარკს, ახლოდან დააკვირდე ცხოველებს, და მოხვდე ახალ ჯადოსნურ სამყაროში, რაღას უცდი, შემოგვიერთდი - ერთად ვისწავლოთ უფრო მეტი.

მოგზაურობა ყინულის სამეფოში
თოვლით დაფარული მთები, გრძელკუდა მელია და მფრინავი ხალიჩა - ეს სულ მცირე ჩამონათვალია, იმ საგნების, რაც ამ წიგნში დაგხვდება. ზღაპარში შეხვდები ფაფუკკუდიან ბაჭიებს, ჭკუა-გონებით განთქმულ ბუს და თეთრ დათვებსაც კი. შენ შეძლებ მოისმინო ჩრდილოეთის სამეფოს ისტორიები და აღმოაჩინო კიდევ ერთი საინტერესო ადგილი დედამიწაზე. არ ფიქრობ, რომ  დროა ეს მოგზაურობა დაიწყო?

სიზმრად ვნახე
ამ ზღაპარში ბუბუსთან ერთად იმოგზაურებ სიზმრების სამყაროში. შეძლებ, გაიგო უფრო მეტი სიზმრების იდუმალი ძალის შესახებ. ბუბუ შენთან ერთად გაიცნობს ახალ ადამიანებს და მათთან ერთად საინტერესო თავგადასავალში გაეხვევა. რაღას უცდი, დროა შენც შეუერთდე ამ თავგადასავალს.

მოგზაურობა კოსმოსში
ბუბუსთან ერთად აღმოაჩენ კოსმოსის თვალუწვდენელ სამყაროს. შენ შეძლებ გაიგო, პლანეტების საიდუმლო და იმოგზაურო კოსმოსური ხომალდით. უფრო მეტიც, წინ გელოდება თავბრუდამხვევი მოგზაურობა დედამიწიდან შორს, მილიონობით გალაქტიკას შორის. ეს სწორედ ის თავგადასავალია, რომელზეც ყველა ბავშვი ოცნებობს.

მოგზაურობა ჯუნგლებში
ამაზონის ჯუნგლები  დედამიწის  ყველაზე საინტერესო ადგილის ათეულშია. შენ ამ წიგნით შეძლებ, გაიგო, ამაზონის ჯუნგლების საიდუმლო. შეხვდები, ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებიც ჯუნგლებში ცხოვრობენ და საკუთარი თავის შესახებ თავად გაგესაუბრებიან. ეს მოგზაურობა შეგაყვარებს ცხოველებსა და ფრინველებს. შენ ზღაპრის დახმარებით შეძლებ გახდე უფრო კეთილი და მზრუნველი.


მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დარეკვა და ჩაწერა

ფასდაკლების მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია